შედგება თუ არა საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაცია?!
საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის შესახებ მსჯელობა კვლავ გააქტუალურდა. ეს სურვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას ბრიფინგზე გაახმოვანა. მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ "ამ ინიციატივის ფორმა დიპლომატების მოლაპარაკებების შემდეგ შეირჩევა. მოლაპარაკებები კი უკვე მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს მომავალში გამოიკვეთება."
სადჰკლსჯაფჯსლდკფჯსლდ
ეს გამოსვლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ცნობილია, მსგავსი იდეა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში 18 ივლისის ვიზიტისას გახმიანდა. იდეის ავტორი ქართული მხარეა. საქართველოს ინიციატივას ოპერატიულად გამოეხმაურნენ სამეზობლოში. რუსეთსა და სომხეთში ექსპერტების მხრიდან პესიმისტური პროგნოზები გაკეთდა.

სომხეთში ეჭვის თვალით უყურებენ იმ მოსაზრებას, რომ სამხრეთ კავკასიის ასეთი კავშირი მთელი რეგიონის განვითარებაზე დადებითად აისახება და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. მეზობელი ქვეყნების პოლიტოლოგების თქმით, ეს გაერთიანება თუ შედგება, თანასწორუფლებიანი ვერ იქნება, ვინაიდან აზერბაიჯანი რესურსების თვალსაზრისითაც და ეკონომიკური განვითარების კუთხითაც უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე საქართველო.
სადჰკლსჯაფჯსლდკფჯსლდ
სადჰკლსჯაფჯსლდკფჯსლდ
ქართველი ექსპერტების ნაწილს კი, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ალექსანდრე რონდელს მიაჩნია, რომ "კონფედერაციის შექმნის იდეა ორ სახელმწიფოს შორის, ძალიან საინტერესოა და უნიკალური პოსტ-საბჭოთა სივრცისათვის. ამ იდეის წარმოშობა დაკავშირებულია საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების თანხვედრასთან. მისი ფორმირება კი, შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყოს.
სადჰკლსჯაფჯსლდკფჯსლდ
უნდა მოხდეს კონსენსუნსი, როგორც ორივე ქვეყნის პოლიტიკურ წრეებს, ისე მათ მოსახლეობას შორის. გასული საუკუნის დასაწყისში არსებობდა ამიერკავკასიის კონფედერაცია, თუმცა, მაშინ ის ნაჩქარევად და დაუფიქრებლად შეიქმნა, ამიტომაც დაიშალა.

დღეს კი, ჩვენ ქვეყნებს გააჩნიათ ურთიერთობის უზარმაზარი გამოცდილება და თუ ეს იდეა რეალიზდება, შედეგი შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური. ზოგადად კი, საქართველოს ხელისუფლება ასეთ ოფიციალურ დონეზე არ გააკეთებდა განცხადებას, აზერბაიჯანის მხრიდან თანხმობა რომ არ ჰქონოდა, მსგავს ფრაზებს უბრალოდ არ ისვრიან, როგორც ჩანს, რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - აცხადებს ექსპერტი.
სადჰკლსჯაფჯსლდკფჯსლდ
ქართველი პოლიტოლოგის ვარაუდით, კონფედერაციის იდეა სავარაუდოდ ორივე ქვეყნის მოსახლეობაში მხარდაჭერას ჰპოვებს. იდეას აზერბაიჯანელი ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი კონფედერაციის წინააღმდეგია, მეორე ნაწილი კი – აზერბაიჯანისათვის ამ სავარაუდო გაერთიანების პლიუსებზე საუბრობს. პოლიტოლოგი ნიაზ ნიაზოვი ერთ-ერთ პლიუსად მიიჩნევს იმას, რომ სომხეთი სახმელეთო გზების საშუალებით რუსეთს ძველებურად ვეღარ დაუკავშირდება. შესაბამისად, ნაკლები საფრთხე იქნება ტექნიკის და შეიარაღების გადატანისა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, რომელიც შემდეგ ყარაბაღის ფრონტზე გამოიყენება ხოლმე.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო რეგიონალურ ურთიერთობებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ადრე. აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნის იდეაც, ამ ახალი პოლიტიკის კონტექსტში ლოგიკურად ჯდება. მოლაპარაკებების პირველი შედეგები კი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაცხადდება.
კომენტარი