გამდიდრებული დეპუტატი ღარიბი ქვეყნიდან: მათიკაშვილმა გასულ წელს 4 ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა
ბოლო პერიოდში საზოგადოებას
აღარ აკვირვებს ის ფაქტი რომ მმართველი გუნდის წევრები პერმანენტულად ყიდულობენ ქონებას
მაღალი ხელფასების, დანამატებისა და კორუფციის წყალობით.
მაგალითად, 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქართული
ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ოთხი ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი შეიძინა.
ეს უკანასკნელი 90 000 დოლარის ღირებულების იყო, საერთო
ჯამში კი, დეპუტატმა უძრავ ქონებაში გასულ წელს 210 000 დოლარი დახარჯა.
დრონი.ჯი დაუკავშირდა დავით მათიკაშვილს, რათა გაგვერკვია,
რა სახსრებით მოახერხა მან ამხელა შენაძენის მიღება.
- ბატონო დავით, 2018 წლის დეკლარაციაში მითითებული გაქვთ, რომ გასულ წელს
შეიძინეთ 4 ბინა (აქედან სამი თბილისში და ერთი ბაკურიანში) და მიწის ნაკვეთი, რომელიც
90 000 დოლარი ღირდა. საიდან მოიძიეთ სახსრები, რომლითაც ამდენი უძრავი ქონების შეძენა
მოახერხეთ?
- იქნებ მითხრათ, ვისი სტატიაა, ვინ დაწერა ასე არაკომპეტენტურად.
სამწუხაროა, რომ არ იკვლევენ კარგად და დეტალებში არ წერენ, რა და როგორ არის ნაყიდი.
საზოგადოება შეჰყავთ სიცრუეში და დეზინფორმაციას ავრცელებენ.
წინა წლის დეკლარაციაში, თუ კარგად ნახავენ, მითითებულია დეპოზიტი, დევს თანხა.
ახალ დეკლარაციაში ეს თანხა აღარ არის, ანუ აღნიშნული
დეპოზიტიდან დავხარჯეთ თანხა - ვიყიდეთ უძრავი ქონება.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, სამ მესაკუთრეზეა გაფორმებული
და ერთობლივად გვაქვს ვითიბი ბანკში სესხი გაკეთებული.
მარტო ამონაწერი რომ ნახონ საჯარო რეესტრის, იქ გარკვევით
წერია, რომ სესხითაა ნაყიდი ნაკვეთი.
ბაკურიანში ბინა ჩემმა მეუღლემ შეიძინა, ისიც საბანკო
სესხის მეშვეობით. სესხი საქართველოს ბანკშია გაკეთებული - დაინტერესების შემთხვევაში
ყველა ამონაწერს ნახავთ თანმიმდევრობით.
დანარჩენი სამი ბინა, რომელიც დეპოზიტით შევიძინე, ეს
თანხა მამისგან მქონდა ნაჩუქარი, შესაბამისად, ბოლო დეკლარაციაში ეს თანხა დეპოზიტიდან
გაქრა და ბინები გამოჩნდა ქონების გრაფაში.
სულ ეს არის მთელი ქონება თავისი შეძენის გზებით და
ვინმეს რომ დაერეკა და დაინტერესებულიყო, ამაზე პასუხს მანამდეც ამომწურავად გავცემდი
და კითხვის ნიშნებიც არ იქნებოდა.
მართალია, ოცნების დეპუტატი მათიკაშვილი სხვადასხვა
არგუმენტებით ცდილობს თავისი ძვირადღირებული შენაძენების გამართლებას, თუმცა, ქვეყანაში,
სადაც 100 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს, ხოლო 450 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია
და სრულ სიღატაკეში ცხოცრობს, რატომღაც მხოლოდ ჩინოვნიკებს უმართლებთ...
კომენტარი