"არანაირი სიები არ მიჭირავს, ჩემი კალორიების ცხრილია" - ზურაბიშვილის შეხვედრაზე საჯარო მოხელეები რეგიონებიდან სიებით ჩამოიყვანეს
შეკრებას სპორტის სასახლეში, სადაც სალომე
ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, პარტიის
ლიდერებთან ერთად ადგილობრივი თვითმართველობებისა და საკრებულოების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეკრება დასვენების დღეს არ დაემთხვა,
რეგიონებიდან საჯარო მოხელეები სიებით სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორიაზე მრავლად იყვნენ. სპორტის სასახლესთან მისულები ამბობდნენ, რომ თბილისელები იყვნენ, თუმცა ვერ ასახელებდნენ თბილისში საცხოვრებელ ადგილს. ზოგიერთმა საჯარო მოხელემ კი ვერ დამალა რომ საკრებულოს თანამშრომელი
იყო. სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მდგომი მიკროავტობუსის მძღოლები
ამბობდნენ, რომ ისინი ერთ-ერთი რეგიონის საკრებულოს თანამშრომლებმა
დაიქირავეს. ერთ-ერთი ქალბატონი კი ამბობს, რომ მას 23 კაციანი სია და მოსაწვევები ჰქონდა, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ 21 ადამიანის მიყვანა შეძლო. სპორტის სასახლეში მისული ადამიანების ნაწილი, რომლებსაც ხელში სიები
ჰქონდათ, უარყოფდნენ რომ ეს დოკუმენტები შეხვედრას უკავშირდებოდა. "არანაირი სიები არ მიჭირავს, ჩემი კალორიების ცხრილია"-აცხადებს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.
კომენტარი