სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ჯეჯელავა სწავლის გაგრძელებას აპირებს

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, ის ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების ახალი მინისტრისთვის საქმიანობის გადაბარების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი საქმიანობა იქნება ის, რაც იყო მინისტრობამდე და ასევე სადოქტოროზე სამუშაოდ ამერიკაში გამგზავრებას გეგმავს.

”რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, იქნება იგივე, რაც მინისტრობამდე - ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100