სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ განაახლებს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურეობა „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი.

მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 744 978,5 ლარის სამედიცინო მომსახურეობით და მიიღეს 310 097,82 ლარის ღირებულების მედიკამენტები. სულ ჯამში ეს თანხა შეადგენს 1 055 076,32 ლარს.

მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ პრიორიტეტი იქნება.

ბრიფინგს დაესწრებიან:

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ელგუჯა ბერიშვილი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო

სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი.

კომპანია „ავერსის „ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე

„ავერსის“ კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე

საქველმოქმედო ფონდი „ავერსის“ დირექტორი ქეთი ნემსაძე

ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.

მედიის წარმომადგენელთა მოსვლა-22 თებერვალს,ავერსის კლინიკაში (ვაჟა

ფშაველას 27ბ), 12:00 სთ–ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100