ფრიდ კალოს 1200 ნამუშევარი გაყალბებულია
ცნობილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდ კალოს ათასზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც პირადი კოლექციი შემადგენელი ნაწილია, ექსპერტებმა გაყალბებულად სცნეს. გაყალბებული ნამუშევრები, ცნობილ მექსიკელს, ერთ–ერთი გალერეის მფლობელსა და არტდილერს, კარლოს ნოიოლასა და მის მეუღლეს ეკუთვნით. კოლექცია 1200 ეგზემპლარისგან შედგება და იგი 2005 წელს არის შექმნილი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფრიდ კალოს ნამუშევრები, ნოიოლას კოლექციიდან, რომელბიც არაერთხელ გაიტანეს აუქციონზე, ქალაქ სან–მიგელ–დე–ალენდეში, ყალბია. ფრიდ კალოს მუზეუმის ხელმძღვანელის, ჰილდა ტრუილოს განცხადებით, ყალბ ნამუშევრებს ერთნაირი ხელმოწერებია, მიუხედავად იმისა, ცნობილია, რომ მექსიკელი მხატვარი ყველა ნახატს სხვადასხვა ნაირად აწერდა ხელს. ერთ–ერთმა ექსპერტმა კი ყურადღება იმ ფაქტს მიაქცია, რომ არცერთი ნამუშევარის იურიდიული დოკუმენტი არ გააჩნია მფლობელს.
ნოიოლას კოლექცია ეჭვს 2009 წლიდან ბადებს. აღნიშნულ წელიწადს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა წიგნი „ვიპოვოთ ფრიდ კალო“, სადაც მისი ნამუშევრების დეტალურად იყო აღწერილი და კარლოს ნოიოლას კოლექცია განიხილებოდა. არტდილერმა აღნიშნული ფაქტის შემდეგ, პირადი კოლექციის ჩვენება, არც ვიწრო საზოგადოებისთვის ისურვა.
იურიდიული პირების თქმით, ფრიდ კალოს გაყალბებული ნამუშევრების მფლობელს, თავისუფლების აღკვეთა ან რაიმე სახის იურიდიული სანქცია არ ემუქრება, რადგან იგი მათ შექმნაში არ იღებდა მონაწილეობას.
კომენტარი