ხანძარი პენელოპა კრუსის თავზე
პენელოპა კრუსი სიკვდილს, საკუთარ დაბადების დღეზე ძლივს გადაურჩა. ოსკაროსან მსახიობს 28 აპრილს, 37 წელი შეუსრულდა. იუბილარს დაბადების დღეზე უზარმაზარი ტორტი ჰქონდა, რასაკვირველია 37 სანთლით გაფორმებული.
მსახიობი საკუთარ დაბადების დღეზე ძალიან ნერვიულობდა. როდესაც სანთლების ჩაქრობის დრო დადგა, კრუსი დაიხარა, სანთლებს სული შეუბერა... და ცეცხლი თმაზე მოედო.
საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი დაწვას გადაურჩა და საკუთარ იუბილეზე მოლხენა განაგრძო.
კრუსის გაღიმებული სახე, მის სტუმრებს „ეკუთვნოდა“ და ეს მის შინაგან ხასიათს სულაც არ გამოხატავდა. როგორც 37 წლის მსახიობი ამბობს, დღემდე არ უყვარს საკუთარი დაბადების დღე, „თავს უხერხულად ვგრძნობ, როდესაც მილოცავენ და საჩუქრებს მჩუქნიან“ - ამბობს ვარსკვლავი.
კომენტარი