მაგთიკომმა არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის ალბომი გამოსცა
მაგთიკომის ხელშეწყობით გამოიცა ღვაწლმოსილი ქართველი არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის კრებული - არქიტექტურული ესკიზები, პროექტები, პუბლიცისტური წერილები, ფერწერა.
20 ნოემბერს, 19:00 საათზე, მაგთი კლუბში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
გიგა ბათიაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქეა, საქართველოს დამსახურებული
არქიტექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიკოსი, აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის აკადემიის, საქართველოს საინჟინრო
და სხვა აკადემიების აკადემიკოსი, სხვადასხვა პრემიების ლაურეატი, პროფესორი, დოქტორი
. . .
„ჩემმა მეგობრებმა,
თანამოაზრეებმა მირჩიეს, ჩემი შეხედულებები წერილობით და გრაფიკულად დამესტამბა, თუნდაც
როგორც გაგრძელება წიგნისა „ჩემი ცხოვრება თბილისის არქიტექტურაში“. გადავწყვიტე, ისევ
არქიტექტურულ თემატიკას შევხებოდი. არქიტექტურა ხომ ბევრის მომცველია, მრავალასპექტიანია,
ამიტომაც ჩემი ნაფიქრი არაერთთემიანია“ - გიგა
ბათიაშვილი.
„გიგა ბათიაშვილის,
როგორც არქიტექტორისა და ურბანისტის შემოქმედება ერთი რუბრიკის ქვეშ განიხილება, რუბრიკისა,
რომელსაც „ქალაქი და სიყვარული“ შეიძლება ეწოდოს. ეს წიგნიც - აღიარებული ხუროთმოძღვრის
„ცხოვრების წიგნიც“ - ამ სიყვარულის აღსარებაა“, - აცხადებს ხელოვნებათმცოდნე, დავით
ანდრიაძე.
წიგნი ილუსტრირებულია
სხვადასხვა წლებში გიგა ბათიაშვილის მიერ შექმნილი არქიტექტურული ესკიზებით, პროექტებით,
შენობების ფოტოებითა და გრაფიკულ-ფერწერული ნახატებით.
„მაგთიკომი ერთგულია თავისი ფასეულობის ამსახველი დევიზისა „ჩვენ ქართულ
საქმეს ვაკეთებთ“ და ცდილობს საზოგადოებას სრულფასოვანი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების
შემოქმედებაზე. მოხარული ვართ,
რომ ღვაწლმოსილი არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის ახალი წიგნი მაგთიკომის ხელშეწყობით
გამოცემულ ასობით წიგნს შეემატა. კომპანია
კვლავაც გააგრძელებს ქართული კულტურის, ხელოვნების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას“,
- აცხადებენ მაგთიკომში.
კომენტარი