ინტერნეტში სილიკონის მკერდის გამო დაცინვის შემდეგ გერმანელმა მოდელმა თავი მოიკლა
ტრაგიკულად დასრულდა გერმანელი, 32 წლის მოდელის კლაუდია ბერნერის ტელედებიუტი: ერთ-ერთმა გერმანულმა არხმა იგი კულინარიული ხელოვნების დემონსტრირებისთვის სპეციალურ გადაცემაში „იდეალური ვახშამი“ მიიწვია, მაგრამ გადაცემის დასრულებისა და ინტერნეტში მისი გავრცელებისთანავე ქალი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
მაყურებლები წერდნენ, რომ მოდელის ჩაცმულობა შეუსაბამო იყო კულინარიული გადაცემის შინაარსთან და რომ დეკოლტე იმაზე ღრმა იყო, ვიდრე ეს გადაცემას შეეფერებოდა, რომ ქალს განდიდება მოუნდა, რომ მისმა სილიკონის მკერდმა ნახევარი ეკრანი დაფარა...
ამ დაცინვის შედეგი სევდიანი აღმოჩნდა: მოდელმა ოთახის ყველა ფანჯარა და კარი მჭიდროდ ჩაიკეტა, ბუნებრივი აირი გაუშვა და ტახტზე მშვიდად წამოწვა, სადაც მოგვიანებით აღმოაჩინეს კიდეც გარდაცვლილი. მის გვერდით, პატარა მაგიდაზე ლეპტოპი იდო, სადაც ერთ-ერთ სოცქსელში განთავსებულ მის ვიდეოზე საქილიკო კომენტარები ისევ იდებოდა.
გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება, ქალს დაცინვის გამო მოეკლა თავი. პოლიციას ოფიციალური ვერსია ჯერ არ გაუვრცელებია და არც კომენტარში ამბობს რამეს იმის გარდა, რომ თვითმკვლელობა მოწამვლის მიზნით უკვე დადასტურებულია.
კომენტარი