სულ სხვანაირი ანუ ნამდვილი ადრიანო ჩელენტანო
მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი მსახიობი, მომღერალი და კომიკოსი ადრიანო ჩელენტანო.. წლების მანძილზე „ყველაზე ჭირვეული“ ჩელენტანოს შესახებ საზოგადოებაში ათასი ჭორ-მართალი დაგროვდა, სწორედ ამიტომ მსახიობმა საკუთარი თავის შესახებ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტისა და საკუთარი მოსაზრებებების გამოქვეყნება გადაწყვიტა. Droni.ge ჩელენტანოს რამდენიმე გამონათქვამს გთავაზობთ.
„რა აღარ დაუწერიათ ჩემს შესახებ, თითქოს მე სახლიდან არ გამოვდივარ ძნელია ჩემთან საუბარი და კომუნიკაცია, მომეცით მიზეზი და განახებთ რამდენი საუბარი შემიძლია.
ამბობენ თითქოს მე ყველა პოლიტიკოსის წინააღმდეგი ვარ რაც სიმართლეს არ შეესაბამება მე უსამართლობის წინააღმდეგი ვარ და არა კონკრეტული პოლიტიკოსის. საჭიროა იტალიის სათავეში სწორი ადამინი იყოს. თუ თქვენ ფიქრობთ რომ, მე საკუთარ თავზე ვსაუბრობ თქვენ ცდებით, რათქმაუნდა შევეფერები ამ თანამდებობას, მაგრამ ამისთვის უკვე ბებერი ვარ, თუმცა იყოს ვინმე ჩემი მსგავსი ყველაფრით გარდა ასაკისა ეს ქვეყანას ააყვავებდა.
რაც არ უნდა ორიგინალური იდეა მოგივიდეს ნუ დაიჯერებ, რომ პირველი ხარ ვისაც ეს კრეატიული აზრი გაუჩნდა, დამიჯერე ეს ვიღაცას სადღაც ეს უკვე განუხორციელებია უბრალოდ შეეცადე შენ იგივე გააკეთო იდეალურად!
ჩემი ორიგინალურობის საიდუმლო გახალვთ ის, რომ ბევრს ვაკოპირებ.
მთავარია ხარისხიანს ვხდი იმას რასაც უხარისხოდ აკეთებენ სხვები.
ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა მღვდლების ქადაგებებში არ არის ნახსენები სამოთხე როცა ავიწყდებათ ყველაზე მნიშვნელოვანის შესახებ რისი მოსმენაც ადამიანს ყველაზე მეტადჭირდებათ. რატომ? იმიტომ, რომ იბადება აზრი თთქოს ადამინი მხოლოდ იმიტომ მოდის ამ ქვეყანბაზე, რომ მოკვდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. მღვდლები ვალდებულებიც კი არიან ხშირად შეგვახსენონ სამოთხის არსებობის შესახებ.
მე ყოველთვის მდიდრად ვთვლიდი თავს რომელსაც შეეძლო დაეკარგა ყველაფერი იდეალისთვის.
არ უნდა ეცადო გაიგო ყველაფერი ასე ბევრათ საინტერესოა.“
კომენტარი