კადრები დადგმულია და იქ გურამ სვანიძე არ ჩანს - დაჭრილი პატიმრის ოჯახი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უპირისპირდება
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაჭრილი პატიმრის ოჯახი უპირისპირდება. პაციენტის ახლობლები ამტკიცებენ, რომ უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში გურამ სვანიძე არ ჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერის ნაწილი საგანგებოდ დაფარულია, სვანიძეებმა მამაკაცის სიმაღლეში, მოძრაობაში ეჭვები შეიტანეს და ახლა აცხადებენ, რომ ის მათი ოჯახის წევრი არ არის.
საქმე კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა,რადგან სვანიძეები ასევე აცხადებენ, რომ გასაჯაროვებული მასალა და მათ მიერ კაციტაძის სამსახურში დათვალიერები ვიდეოკადრები სხვადასახვა.
შეიძლება კადრები ამოჭრილიც იყოს. ის პიროვნება აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა, ვინც იარაღს აცლის. გუშინდელი ტელევიზიაში გასული კადრები, ჩემი აზრით, არის მთლიანად დადგმული. გურამი აბსოლუტურად სხვა აღნაგობის პიროვნება არის და ის, ვინც კადრებში ჩანს ის აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა“. - ამბობს სვანიძის მამა.
ამასთან, გურამ სვანიძე კლინიკაში დედამ მოინახულა. მისი თქმით, დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკუად მძიმეა.
ვიყავი ასული და მე თვითონაც ვნახე. ნელ-ნელავაპარებ ჩემს თავს ამბავს, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობაა“ - ამბობს დედა.
ოჯახი კიდევ ერთ საეჭვო გარემეობაზე საუბრობს - მათი თქმით, ოჯახს უთხრეს, რომ გურამ სვანიძე საავადმყოფოში დილის 7 საათზე გადაიყვანეს, მაშინ როდესაც მათ მიერ ნანახ კადრებში, გასროლა 9 საათზსა 31 წუთზეა მომხდარი.
ოჯახი ამბობს, კადრები დაჭრილი და ფალსიფიცირებულია, ასევე აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი ბადრაგის დაპატიმრებით საქმის ვერ მორჩება.
დაკავებული ბადრაგის თანამშორმელი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორიშია. მას, სავარაუდოდ, ბრალი უკვე წაუყენეს.
კომენტარი