7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შანსი გიჩნდებათ თქვენი შრომით სასურველი შედეგები მიიღოთ ან მეტი სარგებელი მიიღოთ ახალი საქმიანი პარტნიორის ან სპონსორის დახმარებით. თვალი მიადევნეთ ვითარებას და არ გამოგეპაროთ სასიკეთო მომენტები.
კურო
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჯერ კარგად გაიაზრეთ ნაბიჯები, რათა არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციაში, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, ფრთხილად ტრავმებთან.
ტყუპები
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. იყავით ყურადღებით, რათა სხვათა დაგებულ მახეში არ ამოჰყოთ თავი.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში მეტად აქტიური პოზიცია დაიჭირეთ, ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ, ნუ შეეცდებით მათ გადაკეთებას, მოუსმინეთ, გაიაზრეთ მათი სურვილები და მხარში დაუდექით.
ლომი
ყველაფერი რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება იდუმალ ხასიათს ატარებს, მოუსმინეთ თქვენს სულს, რისი გაკეთება გსურთ, შესაძლოა საკუთარ თავში რაიმე უნარი აღმოაჩინოთ.
ქალწული
თავი შეიკავეთ მგზავრობისგან თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. მოსალოდნელია სერიოზული გართულებები გადაადგილებისას, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
სასწორი
მოზღვავებული ძალები სასურველი მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ, შექმნილი გარემოებები და გარშემომყოფნი, ახლა თოთქოს ყველა თქვენს სასიკეთოდ მუშაობს.
მორიელი
მოთმინება და შრომისმოყვარეობა კარგ შედეგებს მოგიტანთ, არის ალბათობა საძირკველი ჩაუყაროთ ახალ ურთიერთობებს, შთამბეჭდავი შედეგები მიიღოთ ახლო მომავალში.
მშვილდოსანი
შეეცადეთ შეიტანოთ სიახლეები თქვენს საქმიანობაში, სასიკეთო იქნება ფულის დაბანდება საჭირო ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა ხელსაწყოებში, ახალი სისტემები წარმატების მომტანი იქნება.
თხის რქა
შესაძლოა დაგეგმოთ შორეული მოგზაურობა, ან დღის წესრიგში დადგეს საცხოვრებლის შეცვლა. წინ ახალი შთამბეჭდილებები, ახალი მუხტი და ახალი გამოცდილებები გელით. იაქტიურეთ და ნუ დაელოდებით სხვებს, თავად იმოქმედეთ.
მერწყული
შექმენით ირგვლივ მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, შინ თუ გარეთ შეინარჩუნეთ წონასწორობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გარშემომყოფებთან გაუგებრობებმა იჩინოს თავი.
თევზები
გამოიჩინეთ დიპლომატიური ნიჭი ურთიერთობებში და მოლაპარაკებებში. დახმარებისთვის მიმართეთ ნათესავებსა და ახლობლებს, ერთიანი ძალისხმევით წარმატებას მიაღწევთ ბიზნეს საქმიანობაში.
კომენტარი