სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები სწორია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები ძირითადად სწორია. სააკაშვილის თქმით, საქართველო ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის უკრაინაზე უკეთ მომზადებული დახვდა ამ ვირუსს.

"მე არ ვარ ამათი ფანი, მაგრამ ძირითადად ზომები, რაც მიიღეს, სწორია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის რუსეთთან მიმოსვლის აკრძალვა, დაგვიანებულია. "ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად იმისა ნაციონალია, თუ ქოციონალი“, – ამბობს სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად უნდა ჩაიკეტოს და მთელი ეს თანხა ლარის გასამყარებლად უნდა მომართონ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის დაჭერა, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100