სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კიდევ ერთ ბავშვს ელოდებიან?

ვარსკვლავური წყვილი, მოდელი ირინა შეიკი და მსახიობი ბრედლი კუპერი არც თუ ისე ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტში, თუმცა რამდენიმე დღის წინ ობიექტივმა ორივე მათგანი მაშინ დააფიქსირა, როცა ბედნიერი სახეებით გამოდიოდნენ იმ კლინიკიდან, სადაც ორსულობის დაგეგმვა ხდება. სწორედ აქედან აგორდა ხმები ირინას მეორე ორსულობის შესახებ, თუმცა წყვილის მხრიდან ამისი დადასტურება ჯერ არ მომხდარა. მიზეზი მარტივია - შესაძლოა ისინი ჯერ გეგმავენ და ამ ეტაპზე გაჟღერება არ სურთ.

როგორც ოჯახთან დაახლოებული პირი უმხელს ჟურნალისტებს, ირინასა და ბრედლის ყოველთვის უნდოდათ დიდი ოჯახი და ბევრი შვილი, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ძალიან მალე საზოგადოებამ შეიკის კიდევ ერთი ორსულობის შესახებ გაიგოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100