სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი საუკეთესო ბრმაა

საინტერესო საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა მოსკოვში - უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთა შორის გამართულ ჩემპიონატში ოქროს მედლები რუსებმა დაისაკუთრეს.

ამგვარი საფეხბურთო ტურნირები ჯერჯერობით ახალ ხილად ითვლება, თუმცა პოპულარობას თანდათან იხვეჭს და აგვისტოში ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაც კი იგეგმება.
წესები მარტივია: მოთამაშეებს თვალები აქვთ ახვეული, რათა ყველა მათგანი თანაბარ სიტუაციაში იყოს, ბურთის მდებარეობას კი მასში ჩამონტაჟებული ხმოვანი ჩიპის დახმარებით აგნებენ. გარდა ამისა, მათ მწვრთნელების და კარს უკან მყოფი თანაშემწეების კარნახიც დიდ სამსახურს უწევთ.

მოსკოვურ ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობდა: რუსეთი, ბელარუსი, ესპანეთი და საბერძნეთი. საბოლოოდ, ფინალში პოსტსაბჭოური ქვეყნები გავიდნენ და გადამწყვეტ მატჩში ოკუპანტებმა 2:0 დაამარცხეს ბელარუსი.
სხვათაშორის, ერთი ხანობა, უსინათლოთა ნაკრების შექმნაზე საქართველოშიც იყო ლაპარაკი, თუმცა ეს საქმე ადგილიდან აღარ დაძრულა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100