ლექსო ალექსიშვილი: ქვეყანაში ჰესები, მათ შორის ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს
საქართველოში ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს – მიიჩნევს ექს–ფინანსთა მინისტრი, ლექსო ალექსიშვილი.
„თუ გვინდა ამ ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმ ენერგოპრობლემებს, რომლებიც დღეს თუ არა ხვალ დადგება დღის წესრიგში“, – აცხადებს ლექსო ალექსიშვილი და აღნიშნავს, ენერგოგამოწვევების გადასაჭრელად საქართველოს წყლის რესურსი აქვს, რომელიც უნდა აითვისოს. შესაბამისად, ქვეყანაში ჰესები, მათ შორის ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს.
ამასთან, ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტულად ხუდონჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„ვფიქრობ, იქ არ არის რაიმე მოუგვარებადი პრობლემა, მოლაპარაკებებით და კონსენსუსით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია“, – აღნიშნავს ალექსიშვილი.
კომენტარი