სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალაიას მხარდამჭერები პროკურორს „ეღადავებიან“

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები მის პროკურორს უცნაური მეთოდით ეძებენ. პატიმრობაშიმყოფი ექსმინისტრის მხარდამჭერებმა რევაზ ნადოის ფოტოები წარწერით „იძებნება“ ქალაქის ქუჩებში გამოაკრეს.

შეგახსენებთ, რომ ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი 17 სექტემბერს პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა. პროკურორ რევაზ ნადოის მოსამართლისთვის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი არ წარუდგენია რის გამოც ის 300 ლარით დააჯარიმეს. 17 სექტემბერს ციხის ბუნტის საქმის ბოლო სხდომა უნდა გამართულიყო რის შემდეგაც განაჩენი დადგებოდა, თუმცა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო პროცესი 19 სექტემბრისათვის გადაიდო.

დღეს კი ახალაიას მეუღლემ ნადოის ფოტოები წარწერით „იძებნება“ სოციალურ ქსელ ფეისბუქში შემდეგი კომენტარით გამოაქვეყანა: „ყურადღება!!! იძებნება უგზო-უკვლოდ დაკარგული პროკურორი რევაზ ნადოი (ჩვენი ინფორმაციით წულუკიანმა გამოკეტა თავისი სამუშაო კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში, "გათბობის რადიატორზე ხელბორკილით ყავს მიბმული") მაგრამ, თუ ვინმე სადმე იპოვით, გთხოვთ, ხვალ 4 საათზე მოიყვანოთ სასამართლოში :)))
გთხოვთ გაავრცელოთ!“

აღსანიშნავია, რომ ახალაიას მომხრეები ეჭვობენ, რომ პროკურატურა განგებ ცდილობს საქმის გაჭიანურებას. წინა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა საქმის განხილვის გადადება ოქტომბრის მეორე ნახევრისათვის ითხოვა, თუმცა ეს შეუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100