დარბაზი მღერის, მომღერალი ტირის... (ვიდეო)
ეს კადრები მომღერალ ლარა ფაბიანის სოლო კონცერტზეა გადაღებული. როგორც ცნობილია, საყვარელი მამაკაცის, მომღერალ გრეგორი ლამარშალის გარდაცვალების შემდეგ ეს ლარას პირველი გამოსვლა იყო სცენაზე. მუსიკა დაიწყო, მაგრამ ლარა ფაბიანმა, სიმღერის დაწყება ვერ მოახერხა, მის მაგივრად ამღერდა დარბაზი.... დანარჩენი კი შეგიძლიათ ვიდეოში ნახოთ...
p.s. ყვითელ პრესას თუ დავუჯერებთ, ლარა და გრეგორი შეყვარებულები არ ყოფილან, ისინი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები და თანამოაზრეები იყვნენ, 2 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს კარგად უგებდნენ. თუმცა ლარა ფაბიანი გრეგორი ლამარშალზე უზომოდ შეყვარებული გახლდათ, კაცი კი იგივე გრძნობით არ პასუხობდა.
გრეგორი ლემარშალი 2007 წელს, 23 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარი