სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერ მოვასწარი, არც მე, არაც არავისო და მომიკლა შვილი - პოლონეთში მოკლული ანა ყალიჩავას დედა

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს.

მოკლული ქალის, ანა ყალიჩავას დედა აცხადებს, რომ შვილმა სისტემატიური ძალადობის შესახებ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე უამბო, ამიტომ დაუჯავშნა ბილეთები.

ბოლოს ყველაფერი მითხრა, იმიტომ დავუჯავშნე ბილეთი, იმიტომ მინდოდა ჩემი შვილის ჩამოყვანა, თუმცა ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე, ვერ მოვასწარი, მომიკლა იმ საღამოს - არც სხვას და არც მეო.

"ვიცი, რომ ჩემი შვილიშვილები ბავშვთა სახლში არიან ჩაბარებული. მე მათ ვერ დავტოვებ იქ, ჩემი შვილიშვილები ჩამაბარონ. არავის თანხმობა არ მჭირდება, სიძე კომაში არისო, და ასეთი ადამიანის თანხმობა რათ უნდათ?! ვითხოვ დახმარებას, რომ ჩემი შვილიშვილები ჩამომიყვანონ," - აცხადებს როზეტა ყალიჩავას დედა.

საზარელი ფაქტი 24 მაისს მოხდა. ირკვევა, რომ თემო ლამაზოღლიმ ცოლს ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო და ემიგარციაში მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ერთი წლის წინ წავიდა.

მოკლულის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100