როგორ გავზარდოთ ინტერნეტის სიჩქარე პაკეტის შეუცლელად?!
დიდი კომფორტია, როცა მომხმარებელს შეუძლია მინიმალური დანახარჯებით, მიიღოს გაზრდილი სიჩქარე ინტერნეტზე. „ბუსტის“ შეთავაზება ინტერნეტის მინიმალური პაკეტის აბონენტებისთვის 18 თვის განმავლობაში გაორმაგებულ სიჩქარეს უზრუნველყოფს. თვეში მხოლოდ 4 ლარის დამატებით, სხვა პაკეტის მომხმარებელს 10 მბ/წმ-ით უზრდის სიჩქარეს. თუ ტექნიკურად შესაძლებელია მომატებული სიჩქარის მიწოდება, შეთავაზება დსლ ქსელზეც ვრცელდება. იმ მომხმარებელს, ვინც უკვე სარგებლობს ორმაგი/სამმაგი (DSL/ოპტიკური) მომსახურებით, გაცილებით მეტი თანხა დაეზოგება, თუ წლის ბოლომდე „კომბოს“ აქციაში ჩაერთვება: არსებულ გადასახადზე, თვეში 7 ლარის დამატებით შეძლებს „ბუსტის“ გაზრდილი სიჩქარეც გაიაქტიუროს და 1 თემატური პაკეტიც დაიმატოს.
სილქნეტის
ოპტიკური ქსელში მინიმალური პაკეტის სიჩქარე
10მგბ/წმ-ია. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მომხმარებელს მეტი წარმადობა სჭირდება
დღის გარკვეულ მონაკვეთში. ამ შემთხვევაში დამატებითი მომსახურების გამოყენება შეუძლია:
"ტურბო ღილაკი"
“ტურბო ღილაკის” გააქტიურებით 2 საათის განმავლობაში
მომხმარებელი იღებს 100 მბ/წმ-მდე გაზრდილ სიჩქარეს. ამ პერიოდში შესაძლებელია სწრაფად მიიღოს და გააგზავნოს მონაცემები, ისარგებლოს
ისეთი კონტენტით, რომლისთვისაც მაღალი სიჩქარეა საჭირო. ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია
უფასოა, ყოველი მომდევნო - 1,5 ლარი.
“ტურბო ღილაკის” აქტივაცია დროებით, ინტერნეტ პაკეტის შეუცვლელად, Mysilknet.com-ის პორტალიდანვე
ხდება.
"ღამის ექსპრესი"
ინტერნეტ სიჩქარის
ღამის საათებში 50 მბ/წმ–მდე გაზრდას "ღამის ექსპრესის" შეთავაზება
უზრუნველყოფს. ეს სიჩქარე 00:00 სთ-დან - დილის
08:00 სთ-მდე მოქმედებს. მომხმარებელს "ღამის ექსპრესის" მომსახურების
საფასური 5 ლარი, ყოველთვიურად, სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება. მომსახურების
გააქტიურება ან გაუქმება Mysilknet.com-ის პორტალიდან
ხდება
ამ შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ოპტიკური ქსელით სარგებლობენ თბილისსა და რეგიონში: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი, რუსთავი.
კომენტარი