სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: თანამდებობაზე იმიტომ ვრჩები, რომ დემოკრატიული სივრცე შევინარჩუნოთ

უმოქმედობა ჩემთვის მძიმე ტვირთია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანცელარიაში პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"რომ გითხრათ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ თანამდებობაზე თავს დღევანდელ ვითარებაში, ეს იქნებოდა სიცრუე და ამას ნამდვიალდ არ გაკადრებთ. ამიტომ, ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეს არის ის, რომ დემოკრატიული სივრცე შევინარჩუნოთ ქვეყანაში და შევქმნათ რაღაც შესაძლებლობა მაინც საკონსტიტუციო სტაბილურობის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს ეს არის მისი ფუნქციაც და მოვალეობაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100