სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ჩრდილო კავკასიასთან სავიზო რეჟიმს ამარტივებს

დღევანდელი რუსული პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, გუშინ გავრცელებული განცხადებაა, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესახებ. ჩრდილოურმა პრესამ ეს ინიციატივა შეაფასა, როგორც "პოლიტიკური დემარში". შემთხვევითი არ ყოფილა ის ფაქტიც, რომ ამ კონტექსტში რუსულმა მხარემ უკვე ახსენა ჩრდილოეთ კავკასიელი "ბოევიკების" შესაძლო უკონტროლი გადაადგილების შესახებ, საქართველოს ტერიტორიაზე.
დსფკლსდფლკსდფკლსდ
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება საინტერესოა, მაგრამ გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს, 90 დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის უფლება ექნებათ. ეს თამამი ნაბიჯი, სავარაუდოდ, რუსეთის დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდება.
დსფკლსდფლკსდფკლსდ
"დრონი.ჯი" ამ თემაზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. ექსპერტის აზრით, "გარდა ზედაპირზე მყოფი მოტივებისა, ზოგადადაც კარგი იქნება, რომ ჩრდილო კავკასიელებთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს. ეს სასურველია კავკასიური ერთიანობისთვის. რა მოჰყვება საქართველოსთვის დადებითი თუ უარყოფითი თვალსაზრისით, ალბათ გათვლილი აქვს ჩვენს ხელისუფლებას.
დსფკლსდფლკსდფკლსდ
ეს, რა თქმა უნდა, რისკიანი ნაბიჯია, რადგან რუსეთი საკმაოდ მგრძნობიარეა იმის მიმართ, რომ ჩრდილო კავკასიასთან ჰქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, საერთოდ, ვინმეს.
დსფკლსდფლკსდფკლ
გაგახსენებთ, "კავკასიური სახლის" იდეამ თავის დროზე ზვიად გამსახურდიას მიმართ რა დამოკიდებულება გააჩინა. გამსახურდიაც და დუდაევიც, მას მერე დაიღუპნენ, რაც ეს იდეა წამოწიეს წინა პლანზე. რუსეთი აქტიურად ჩაერია ამ ორი პოლიტიკური ფიგურის განადგურებაში.
დსფკლსდფლკსდფკლ
ეს გადაწყვეტილებაც "კავკასიური სახლის" იდეის თავისებური ვერსიაა ერთიანობის თაობაზე და ამის მექანიზმად არის დადებული უვიზო რეჟიმი. ამიტომ რუსეთისგან შესაძლო გართულებები მოსალოდნელია, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია.
უნდა გქონდეს ამ სირთულეებისგან დამცავი მექანიზმები, ალბათ, სახელმწიფოს ასეთი დამცავი მექნიზმები გააჩნია. დადებითი ამას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ აღდგეს თბილისის, საქართველოს, როგორც კავკასიის ცენტრის, სტატუსი. ისტორიულად საქართველოს კავკასიაში ჰქონდა ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი.
დსფკლსდფლკსდფკლ
თუმცა, ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა ძლიერი იყო. დღეს ასეთი სტატუსის მოპოვება, მარტო პოლიტიკური მანევრებით, ცოტა ძნელია. თუმცა, ისიც შედეგი იქნება, თუ ეს ჩვენ იმას მოგვცემს, რომ კავკასიელები აღარ ჩაებნენ სეპარატისტების მხარეს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლებში. ეს საქართველოსთვის დიდი მიღწევა იქნება."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100