სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შესაძლოა თუ არა აფეთქდეს ავტომობილი გაზზე ?

ცნება, რომ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები, რომლებიც გადაგვყავს ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე და ის სრულად უსაფრთხოა სიმართლეს არ შეესაბამება. გაზზე გადაყვანილი ავტომობილები დროდადრო ახდენს ავტომობილის აგრეგატების და ძრავის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას, ასევე გარკვეული დროის შემდეგ , გაზის ბალონის დატუმბვის რაოდენობის მიხედვით, ბალონს გაზდის ექსპლუატაციის ვადა და შესაძლოა თუ არ მოხდება დროულად ბალონის გამოცვლა, ფატალური შედეგი მივიღოთ.

საქართველოში ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. შესაძლოა ჩვენს ავტომობილებში ნაღმი იმალებოდეს, რამოდენიმე წლის შემდეგ მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით (მე­ტა­ლოპ­ლას­ტი­კუ­რი) საფ­რ­თხეს შე­უქ­მ­ნის არა მხო­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლებსა და მგზავ­რებს, არა­მედ მის გარ­შე­მო მოძ­რავ ობი­ექ­ტებ­საც, რად­გან ამ ბა­ლო­ნე­ბის მა­სობ­რი­ვ სკდო­მას ვერ გამოვრიცხავთ

ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით, მე­ტად სა­ხი­ფა­თოა, რად­გან ხუ­თი წლის შემ­დეგ უწყ­ვე­ტი მი­ნა-ბოჭ­კო სიმ­ტ­კი­ცეს კარ­გავს და მი­წად იქ­ცე­ვა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბე­რე­ბას იწყებს ორ­გა­ნუ­ლი შემ­კ­ვ­რე­ლიც და არა­ვინ იცის, რო­დის გას­კ­დე­ბა ბა­ლო­ნი. რამოდენიმე წლის სემდეგ, როცა ბალონებს ამოეწურებათ ექსპლუატაციის ვადა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამ ბა­ლო­ნე­ბის მა­სობ­რი­ვად სკდო­მა, რად­გან ის ლი­თო­ნის თხე­ლი ფირ­ფი­ტის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მას­ზე დახ­ვე­უ­ლია შემ­კ­ვ­რელ­ში გაჟ­ღენ­თი­ლი უწყ­ვე­ტი მი­ნა-ბოჭ­კო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას სიმ­ტ­კი­ცის­თ­ვის ძა­ფე­ბი მჭიდ­როდ აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი, შემ­კ­ვ­რელ­სა და მი­ნა-ბოჭ­კოს ნაპ­რა­ლე­ბი მა­ინც უჩ­ნ­დე­ბა. გა­ზი ხომ კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა არ არის, მას ჰა­ე­რი მოჰ­ყ­ვე­ბა და აღ­წევს ამ ნაპ­რა­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რღვე­ვას იწყებს და იშ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის შემდეგ უნდა მოხდეს ბალონის გამოცვლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, როცა ვაყენებთ მე­ტა­ლო­ბა­ლონს მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით ბალონს ავტომობილში ხშირად გვეუბნებიან რომ მას გარანტია 15 წელი აქვს, მაგრამ ის დიდი ალბათობით ბევრათ უფრო ადრე ამოწურავს ექსპლუატაციის ვადას. თუ ავ­ტო­მო­ბილ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გვაქვს მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლა­ს­ტი­კუ­რი გარ­სით, დი­დი სიფ­რ­თხი­ლე გვ­მარ­თებს, რად­გან მა­ღა­ლი წნე­ვით და­ტუმ­ბ­ვი­სას შე­საძ­ლოა და­ზი­ან­დეს. სა­ერ­თოდ, მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით არ სკდე­ბა, იხე­ვა, მაგ­რამ დი­დი წნე­ვით შე­სუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აირის ტალ­ღა იქა­უ­რო­ბას საკმაოდ ძლიერად დააზიანებს. ექსპერტების რეკომენდაციით ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის დროს და­უშ­ვე­ბე­ლია ავ­ტო­მო­ბილ­ში ტე­ნი­ა­ნო­ბა, არ შეძ­ლე­ბა ბა­ლო­ნის დიდ­ხანს მზე­ზე დე­ბა, 200 ატ­მოს­ფე­რო­ზე მა­ღა­ლი წნე­ვით და­ტუმ­ბ­ვა, მაგრამ სამწუხაროდ ამ რჩევებს არავინ არ ითვალისწინებს. გარ­და ამი­სა, მძღო­ლი, რომ­ლის ავ­ტო­მო­ბილ­შიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნი მი­ნაპ­ლას­ტი­კუ­რი გარ­სით, უნ­და ერი­დოს ორ­მო­ებს, რომლებიც სამწუხაროდ ამ ბოლოს ზალიან მომრავლდა, რად­გან დი­დი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ორ­მო­ში ჩა­ვარ­დ­ნი­სას შე­საძ­ლოა ბა­ლო­ნი მწყობრიდან გამოსვლას ნაადრევად შეუწყოთ ხელი.

აღნიშნულ ვიდეო რგოლში ნაჩვენებია თუ როგორ ფეთქდება ბალონი ბუნებრივ აირზე მომუშავე ერთ-ერთ ავტომობილში, სხვათაშორის ეს სწორედ ის უსაფრთხო (მე­ტა­ლოპ­ლას­ტი­კუ­რი) გაზის ბალონია რომლის უსაფრთხოების შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100