მეგობრებთან საუბრობდა და მოულოდნელად წაიქცა – ვინ არის ყვერელში გარდაცვლილი 35 წლის ყოფილი ფეხბურთელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქუჩაში მეგობრებს ესაუბრებოდა, მოულოდნელად დაეცა და გარდაიცვალა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ახალგაზრდა მამაკაცი წარსულში ფეხბურთელი იყო და ახლობლების განმარტებით, არ ავადმყოფობდა.
გარდაცვლილი 35 წლის გიორგი დინგაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ბოლო დროს სპორტს ჩამოშორებული იყო.
ნათესავები ვარაუდობენ, რომ მას თრომბი განუვითარდა, რამაც ახალგაზრდის გარდაცვალება გამოიწვია.
გიორგი დინგაშვილს, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, დედა კი თითქმის ათეული წელია, იტალიაში, ემიგრაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცი მოულოდნელად გახდა შეუძლოდ და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალების რეალურ მიზეზს, ექსპერტიზა დაადგენს.
კომენტარი