ჩაკეტილი სამყაროს ფონზე ვუჰანში ღამის კლუბები გაიხსნა (ფოტო)
ჩინეთის ქალაქი ვუჰანი, სადაც გასული წლის ამ დროს საშინელი ვირუსი აფეთქდა და მთელ მსოფლიოს საშინელი პანდემიის სახით მოედო, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
მაშინ, როცა მთელი სამყარო შობა-ახალ წელს უკიდურესი შეზღუდვებითა და აკრძალვებით ხვდება, ვუჰანში ღამის კლუბები გაიხსნა. ბარებსა და კლუბებში ათასობით ახალგაზრდა ყოველგვარი დისტანციისა და პირბადის გარეშე იკრიბება. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი თითქოს ხელახლა დაიბადნენ და ახალი სიცოცხლე მიეცათ.
კომენტარი