სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვარენიკები“ კომბოსტოთი

მასალა:

ფქვილი - 350 გრ

ხახვი - 2 თავი

ზეთი - 50 მლ

ზეითუნის ზეთი - 30 მლ

მარილი - გემოვნებით

სტაფილო - 150 გრ

კომბოსტო - 500 გრ

ფქვილში დავამატოთ მარილი 150 გრ თბილი წყალი და მოვზილოთ. ფქვილში ჩავასხათ რძე. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და არ უნდა ეწებებოდეს ხელებზე. გავაჩეროთ ცომი 40 წუთი. სტაფილო და ხახვი გავხეხოთ წვრილ სახეხზე და მოვშუშოთ ზეთში. კომბოსტო წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ. ბოსტნეული ერთმანეთში ავურიოთ, დავამატოთ მარილი. ცომი გავაბრტყელოთ, სისქე უნდა იყოს 2-3 მმ. გაბრტყელებულ ცომის რგოლებში ჩავდოთ გულსართი და შევკრათ. ჩავყაროთ "ვარენიკები" მდუღარე, მარილიან წყალში და ვხარშოთ 5-7 წუთი. მირთმევის წინ მოვასხათ ზეითუნის ზეთი გემოვნებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100