"ურთულესი პერიოდი გვაქვს გასავლელი და რით ვერ გაიგეთ!! "- ცაგარელის მიმართვა მთავრობას
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მთავრობას მიმართავს და პირადი ასტროლოგის დაქირავებისკენ მოუწოდებს. ცაგარელის თქმით, ყველა ქვეყნის პრეზიდენტებს, მთავარსარდალსა და მეფეებს ჰყავდათ, ჰყავთ და ეყოლებათ პირადი ასტროლოგი. რა გაუხდა მთავრობას ერთი უცხოელი ასტროლოგი მაინც აიყვანონ თუ ქართველებს არ აღიარებენ. მისივე თქმით, 20 ივლისამდე ურთულესი პერიოდი გვაქვს გასავლელი. "ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 17 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა!!! ურთულესი დერეფანი გვაქვს გასავლელი და მ ე ე ე ტ ი ყურადღება და წ ი ნ დ ა ხ ე დ უ ლ ე ბ ა ა საჭირო!... რამდენი თაობა უნდა დატრიალდეს ერთ წრეზე, რით ვერ გავიგეთ, ყურადღების კონცენტრაცია და “გაფრთხილებულია- შეიარაღებულის" პრინციპით ცხოვრება?!... ყველა ქვეყნის პრეზიდენტებს, მთავარსარდალსა და მეფეებს ჰყავდათ, ჰყავთ და ეყოლებათ პირადი ასტროლოგი ... რა გაგიხდათ მთავრობას ერთი უცხოელი ასტროლოგი მაინც აიყვანეთ თუ ქართველებს არ გვაღიარებთ... მეტი რა ვთქვა... სადამდე უნდა მივიდეს ქვეყანა??? ათასჯერ ვთქვით ასტროლოგებმა, რ ო მ საჭიროა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების თარიღების შეცვლა!!! ნუთუ ასე რთულია ამ თემის გაკეთება და “ დალაგება"??? ღმერთმა უშველოს საქართველოს!...არც გამგონია და არც გამკეთებელი ჯერ არსად ჩანს... მომიტევეთ უცბად გადავუღე ჩვენი “ჰოროსკოპის"" ჟურნალიდან ფოტო ივნის-ივლისის თვეების შკალებს...სადაც ერთი შეხედვითვე მარტივად ჩანს რა რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი მინიმუმ 20 ივლისამდე... მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს გისურვებთ"
კომენტარი