"მინდა პირველი ვიყო, ვინც საქართველოში ოსკარს ჩამოიტანს" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ შოთი ჭეიშვილთან
ეს ახალგაზდა მსახიობი, ჯერ კიდევ სტუდენტია და სამომავლოდ სერიოზულ გეგმებსაწყობს. ის, თავისი შარმითა და მომხიბვლელობით დიდი პოპულარობით სარგებლობსქართველ გოგონებში. შოთი ჭეიშვილი სამომავლოდ სწავლის ამერიკაში გაგრძელებასგეგმავს და ამბობს, რომ სურს პირველი იყოს, ვინც საქართველოში ოსკარს ჩამოიტანს. ოსკარამდე კი მას, „თავისუფალი თეატრის“ სცენა ხვდა წილად.
დრონი.ჯი ახალგაზრდა მსახიობით დაინტერესდა და მას თავის მრავალფეროვან სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე ესაუბრა.
- შენ ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ და უკვე თავისუფალი თეატრის სცენაზე დგახარ,რამდენად დიდია სამომავლო მოლოდინები და აპირებ თუ არა, სწავლის დამთავრებისშემდეგ, კარიერის უცხოეთში გაგრძელებას?
- სამომავლო მოლოდინებს არა მიზნებს უფრო დავარქმევდი და კი, ძალიან მინდაამერიკაში სწავლის გაგრძელება, ოღონდ, ჯერ აქ დავამთავრებ და მერე მინდა პირველი ვიყო, ვინც საქართველოში ოსკარს ჩამოიტანს!
- თეატრსა და კინოს შორის უპირატესობას რომელეს ანიჭებ?
- უფრო თეატრს ვანიჭებ უპირატესობას.
- შენი საოცნებო როლი?
- ვისთვის როგორ არის არ ვიცი, მაგრამ მე პირადად, კონკრეტულად არ მაქვს გამოყოფილიროლები. საოცნებო დიდ სცენაზე თამაშია.
- თვლი თუ არა, რომ შენ დიდ სცენაზე უნდა იდგე?
- ოდესღაც დავდგები, მაგრამ ამე ტაპზე ხმამაღალი ნათქვამი გამომივა.
- როგორც ვიცი, უკვე ოთხ წლიანი სიყვარულის ისტორია გაქვს, აპირებ თუ არა მალე
დაოჯახებას?
- სიტყვა „მალემ“ დამაბნია (იცინის). არა, ჯერ არ მაქვს გეგმაში დაოჯახება.
- შენ ძალიან მოსწონხარ ქართველ გოგონებს და ბევრი გულშემატკივარიც გყავს, ეს შენში რა გრძნობას იწვევს? ხარ თუ არა მანდილოსნების ყურადღებით გათამამებული?
- გულშემატკივრობა და მოწონება უფრო სიხარულს იწვევს. ძაან დიდი მოტივაციააგულშემატკივრობა. იყო დრო, როცა ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, თუმცა ახლა აღარ. მაღიზიანებს, როდესაც გოგო მეპრანჭება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იცის რომშეყვარებული ვარ. ბევრს „უჩალიჩია“, მაგრამ ეს, ისე ვერავინ მოახერხა, როგორც ჩემმაგოგომ.
- რა აზრის ხარ ქალისა და მამაკაცის მეგობრობაზე?
- ბევრი მეგობარი გოგო მყავს. რატომაც არა, შესაძლებელია, რომ ძალიან მაგარია ქალთან იმეგობრო ისე, რომ არანაირი ლტოლვა არ გქონდეს.
- რას გვეტყვი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, უჭერ თუ არა ზაზა სარალიძისმხარდასაჭერად გამართულ აქციას მხარს და იყავი თუ არა გასული შენც, როგორცრიგითი მოქალაქე აქციაზე?
- მხარს როგორ არ ვუჭერ, ძალიანაც ვუჭერ და თანავუგრძნობ. აქციაზეც ვიყავი პირველდღეს, ჩეულებრივი სახე ჰქონდა აქციაs, სანამ საოცარი პოლიტიკური ლოზუნგები დამორალის კითხვები დაიწყო, თან არც ვიცოდი ვინ გვმოძღვრავდა ეგრე.
პოლიტიკასთან ძალიან შორს ვარ, ამიტომ ავდექი და წამოვედი. მერე გავიგე ვინც იყომიკროფონთან და იქ მყოფი ადამიანები (ზაზას არ ვგულისხმობ) თვითონ ხელგასვრილებიდა დამმალავები იყვნენ. ძალიან ბევრი სიბოროტე აქვთ გაკეთებული, ანუ ზაზა, რომელიცითხოვდა, რომ დაეკავებინათ მკვლელები, გვერდზე ტიპები ედგნენ, რომლებიც კვირაშიერთხელ აკეთებდნენ მაგას. არ ვიცი რამდენად მსხვერპლია, ან ვაფშე რა ხდება მანდ, თუმცა ერთი გაუგებრობა ჩემთვის ისაა, რომ, თუ სამართალს ითხოვ, შენ თვითონმართალი უნდა იყო. ერთ პატარა ინტერვიუს ვუყურე, სადაც ამბობდა დახმარებაშემომთავაზესო და უარი მეთქვაო? ეგრევე გავიფიქრე, რომ მაგ ხალხისგან დახმარებისხელს არ მივიღებდითქო, მართალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, მარტო რომ მდგარიყო, მეცგვერდზე ვედგებოდი, ჩვენც და სრულიად საქართველო.
- როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა კავშირი პოლიტიკასა და ხელოვნებას შორის და უნდა იყოს თუ არა ხელოვანი პოლიტიკურად ანგაჟირებული?
- თვით პოლიტიკაც ძალიან დიდი ხელოვნება არის, თუმცა საქართველოში ეს არცერთმა პოლიტიკოსმა არ იცის. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ - მსახიობი, პოლიტიკოსი თუ დურგალი, შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაფერს უნდა აკეთებდე. ჩვენი პოლიტიკოსები საკუთარ კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ქვეყნის და ახალს არაფერს ვიძახი, ეს ყველამ იცის.
- როგორ საზოგადოებაში ისურვებდი ცხოვრებას?
- ძველი თბილისის საზოგადოებაში. მე არ მინახავს, მაგრამ ბევრი მსმენია, ხოდა მინდაასეთი საზოგადოების წევრი ვიყო. ლაღ, თავისუფალ და კეთილ საზოგადოებაში არის ჩემიადგილი.
კომენტარი