სკანდალი: ბიულეტინში ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არ ფიქსირდება(ფოტო)
ლაგოდეხი სოფელ მაწიმიაში , სადაც კენჭს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარ კანდიდატად გურამ კაკალაშვილი იყრის , მისი სახელი, გვარი და პარტიული ნომერი საარჩევნო ბიულეტინში საერთოდ არ აღმოჩნდა.
კაკალაშვილის განცხადებით, ეს არის გაყალბების მცდელობა, რადგან ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ ამ ოლქში არჩევნებს ყოველთვის ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იგებს.
,,ასეთი 39 ბიულეტინია უკვე ჩაყრილი, მაქვს ეჭვი, რომ გაყალბებული ბიულეტინები შემოიტანეს საარჩევნო უბნებზე, ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერი გამოვიდა და გამოიტანა ეს ფოტო , სადაც ჩემი სახელი, გვარი და ნომერი საერთოდ არ წერია, მე უკვე მივმართე ,,ცესკოს“ და სარჩელიც დავწერე, მათ ამ უბანზე არჩევნების გაყალბება და ჩაშლა უნდათ,“- ამბობს კაკალაშილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ,,ცესკოში“ მათი თქმით, ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი.
,,ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, როდესაც ბიულეტინების ბლოკნოტებად აკინძვა მოხდა, ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის საარჩევნო სისტემის ბიულეტინები სულ იყო ორი ბლოკნოტი. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია, თუმცა ის ბიულეტინები,რომელებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და რომელიც გამოყენებული იქნა ლაგოდეხშიც კომისია აღნიშნულზე იმსჯელეს და კანონის თანახმად იქნება გაბათილებული,“-განაცხადა ანა მიქელაძემ.
კომენტარი