პაშა ბანკი „აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმის” მხარდამჭერია
30 ნოემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ჩინეთის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით ”აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს” გამართავს.
პაშა ბანკი აღნიშნული ფორუმის სპონსორი და სავაჭრო დაფინანსების საკითხებზე დაგეგმილი პანელური შეხვედრის მონაწილეა. “პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და კოლეგებთან ერთად განვიხილოთ სავაჭრო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.”- ოთარ ტაბუცაძე, პაშა ბანკის სავაჭრო დაფინანსების უფროსი ექსპერტი.
აბრეშუმის გზის - ვაჭრობის დაფინანსების რეგიონალური ტექნიკური ფორუმი თავს მოუყრის ბიზნესის და სამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს, იურისტებს, სავაჭრო დაფინანსების ექსპერტებს პროექტის “ერთი სარტყელი-ერთი გზა” ზრდასთან დაკავშირებული შესაძლებლობების და გამოწვევების განსახილველად.
ფორუმის სპონსორები ასევე არიან: “საქართველოს ბანკი”, “ბაზის
ბანკი”, “ვითიბი ბანკი საქართველო”, “ლიბერთი ბანკი” და “თელიანი
ველი“ .
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს
ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.
კომენტარი