მარნეულში ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
მარნეულში, ავარიით 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდართან გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან ახალგაზრდა მამაკაცი BMW -ს მარკის ავტომობილით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
გარდაცვლილი თემო მუმლაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ცხოვრობდა, მას ავტო სახელოსნო ჰქონდა გახსნილი და სპორტულ ავტომობილებს აწყობდა. ასევე, რამდენიმე ორგანიზაციაში პროგრამისტად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო:პრაიმტაიმი
კომენტარი