სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენი გუნდი აუცილებლად გაამართლებს თქვენს იმედებს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით"

სანდრა რულოვსი, რომელიც აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ერთიანი ნაციონალური მოძრაობას იმ ნდობისთვის, რომელიც ამ გუნდის წევრებმა გამომიცხადეს - როგორც იცით, ენმ-ის პარტიული საარჩევნო სიის მეორე ნომრად ვიყრი კენჭს.

ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ მოსახლეობის დიდი ნაწილი გვიჭერს მხარს და მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენი გუნდი აუცილებლად გაამართლებს თქვენს იმედებს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

მე ყოველდღიურად ვხვდები რიგით მოქალაქეებს და მათგან პირადად ვისმენ იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც ვერ შეძლო ამჟამინდელმა მთავრობამ.

გასულ კვირას მრავალ ქალაქსა თუ სოფელს ვესტუმრე იმერეთში, აჭარაში, ქართლში, სამეგრელოსა და გურიაში.

წინ კიდევ ბევრი ქალაქი თუ სოფელია, რომელში ჩასვლასაც ვგეგმავ. თითოეულ მაცხოვრებელთან შეხვედრა და მათი აზრის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100