სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელის ქნესეთმა სომხების გენოციდის ცნობის ღიად განხილვა მოითხოვა

18 მაისს ისრაელის ქნესეთი დაავალა განათლების კომისიას ღია სხდომაზე განიხილოს სომხების 1915-1922 წლების გენოციდის ცნობის საკითხი.

საკითხის განხილვაში მონაწილე ოცივე დეპუტატმა მათ შორის ქნესეთის თავმჯდომარემ და მთავრობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ადრე ქნესეთმა ასეთივე დავალება მისცა თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობის კომისიებს, სადაც საკითხების განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღემდე სომხების გენოციდი სცნო კანადამ, არგენტინამ, შვეიცარიამ, რუსეთმა, ბელგიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა, სლოვაკიამ, ნიდერლანდებმა, ურუგვაიმ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, ამერიკის 44 შტატმა და სხვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100