სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საზარელი დილა გათენდა...წარმოუდგენლად ტკივილიანი" - 7 წლის ნინო ნოზაძე გარდაიცვალა

დედების ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„საზარელი დილა გათენდა...

წარმოუდგენლად ტკივილიანი, უფერული და მუქი...

არც ვიცით ამ ტკივილს რა გაანელებს...

გუშინ ნინომ დაგვტოვა... აი, ასე... ალბათ ძალიან დაიღალა, კიდევ უფრო მაგრად დახუჭა ულამაზესი თვალები და სამუდამოდ მიიძინა ..

დღეს ის დღეა, როდესაც არც კი ვიცით საკუთარი ტელეფონებიდან და კომპიუტერებიდან, რის შესახებ დავწეროთ, ან როგორ დავწეროთ, ჩვენ ხომ კიდევ ერთი შვილი აღარ გვყავს ...

ნინი ნოზაძე, 7წლის... მარადიული ყვავილი...

საქართველოვ, გამოფხიზლდი! დედებს შვილები არ უნდა ეხოცებოდნენ.

დედების ფონდი უსამძიმრებს ნინის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას“- წერს დედების ფონდი.

შეგახსენებთ, რომ 7 წლის ნინი ნოზაძე 28 აპრილს მოულოდნელად გაითიშა და კლინიკაში გადაყვანის შემდგომ დაუდგინდა ტვინის ინსულტი, რაც წარმოუდგენელია პატარა ბავშვის ცხოვრებაში. 6 თვეზე მეტი იყო ნინი კომაში, აპარატზე შეერთებული და იბრძოდა სიცოცხლისთვის. ოჯახს ახლობლები და სრულიად უცხო ადამიანები ედგნენ გვერდში და ცდილობდნენ, ნინის გადასარჩენი თანხა შეეგროვებინათ. თუმცა გოგონას ავადმყოფობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100