3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ახალი საქმები არ დაიწყოთ, დაწყებულები დაასრულეთ. ზომიერება უნდა დაიცვათ როგორც კვებაში ისე, ფულის ხარჯვაში. საღამოს გაგიტაცებთ საიდუმლოებები, გახდებით რომანტიკული.
კურო
ეცადეთ, ყველაფერს პოზიტიურად შეხედოთ. შეიძლება მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოთ, რომ საქმეები გაკეთდეს. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
ტყუპი
იყავით მეტად მიზანმიმართული და დაკვირვებული. ზოგიერთი მცირ გადაღლილობას იგრძნობს და სასურველია, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. არ გამოიტანოთ საბოლოო ვერდიქტი.
კირჩხიბი
მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. ან ისინი, რომლებიც მატერიალ კეთილდღეობას მოგიტანთ. იყავით საქმის, მოვლენების კურსში. აწარმოეთ დღიური, თუნდაც, ელექტრო.
ლომი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, თანამდებობის პირებთან. ზოგიერთი საინტერესო ინფორმაციას ან შემოთავაზებას მიიღებს. მოთმინებით აღიჭურვეთ, შეიძლება დამატებითი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებამ მოგიწიოთ.
ქალწული
საქმეების განვითარება ვიღაცის გაბუტვის გამო გაგიჭიანურდებათ. იყავით მეტად დამოუკიდებელი და ძლიერი. ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს.
სასწორი
მოსალოდნელია ფინანსურ სიდუხჭირე ან შეიძლება საქმეები შევიდეს ჩიხში. გაცნობიერეთ, რომ ვერ შეცვლით სიტუაციას და უნდა შეეგუოთ მას. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
მორიელი
სიმშვიდე შეინარჩუნეთ და გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან. საღამოს მეტად
მშვილდოსანი
დილით დაიცავით წესები და ყურადღებით იმოქმედეთ. უარი თქვით ყველაფერზე, რაც უარყოფითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ზოგიერთმა არ გათქვათ საიდუმლო. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას.
თხის რქა
საკუთარი თავისთვის ცხოვრების, პირობების გაუმჯობესების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენი ღირსი არაა. შეიძლება ყურადღების დეფიციტმა, მატერიალურმა სიდუხჭირემ შეგაწუხოთ.
მერწყული
დილა მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. მოიმატებს რომანტიკულობა. თქვენს ყურადღებას მიიპყრობს საიდუმლო, გამოცანა. ახალი იდეები ჩაიწერეთ, მაგრამ არ განახორციელოთ.
თევზები
დროისა და ფულის დაზოგვა უნდა ისწავლოთ. ნუ შეასრულებთ იმ საქმეებს, რაც არც ფულს მოგიტანთ და არც წარმატებას. შეიძლება ბინის შეცვლა მოგინდეთ ან - საცხოვრებელი პირობების. ოჯახში შეიძლება მოვლენები მოულოდნელად განვითარდეს.
კომენტარი