საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2728 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო – ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 900, აჭარაში-364, იმერეთში-731.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში-363, აჭარაში-84, იმერეთში-203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში-180, აჭარაში-13, იმერეთში-31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217-თბილისში, 466-აჭარაში, 24-იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 508 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-181, აჭარაში-42, ხოლო იმერეთში-64.
სულ 6 ოქტომბრიდან – 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 323 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 750 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13 576 პირი, აჭარაში-1 981, იმერეთში-2 244.
კომენტარი