სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როდესაც მე ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე!" - ლალი მოროშკინამ "ცეკვავენ ვარსკვლავები" პროტესტის ნიშნად დატოვა

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გუშინდელ ლაივს, რომელიც ერთ-ერთმა მონაწილემ, ტელეწამყვანმა თორნიკე კვერენჩხილაძემ დატოვა, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
ცოტა მოგვიანებით კი პროექტის კიდევ ერთმა მონაწილემ, ტელეწამყვანმა ლალი მოროშკინამ გააკეთა სკანდალური განცხადება და სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას შეატყობინა, რომ ამჯერად ის ტოვებს პროექტს რიგი მიზეზების გამო. დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ სტატუსს, სადაც ლალი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა:

"მე ჩავიფსი"- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე!
როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას(ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე,
მე არ ვარ!!!
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ!
როდესაც ჩემი კოლეგის თორნიკე კვერენჩხილაძის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ- ვინ ვარ მე?
*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-
დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!
* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და
ნახვამდის!
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი" - წერს ლალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100