საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას საჯარო განცხადებაზე
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ის პასუხი კომუნიკაციების
კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური
ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით
მაგთიკომის განცხადება:
კომუნიკაციების კომისიამ
სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო
აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია)
მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური
მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას,
რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის
ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.
მაგთიკომი
ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა
ისეთ ქმედებებს, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის
მომტანი არ იქნებოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი
განვითარებისათვის.
ვინაიდან,
კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური
განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ის და Kalba
International, Inc.-ის; KPMG-ის; RSM-ის და Nexia TA-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც,
კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.
Grant Thornton-ის
პასუხი კომისიას
დოკუმენტის მიზანი არ არის „კომისიის“
ყველა კომენტარის განხილვა, ან მობილური ქსელის
ვირტუალური ოპერატორების (შემდგომში „MVNO“) საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სარგებლის
ან რისკების შეფასება, რადგან ეს უკვე გაკეთდა წინა დოკუმენტში.
მოცემული
ანალიზის მიზანია პოლიტიკის ანგარიშსა და საექსპერტო დასკვნაში წამოჭრილ მთავარ საკითხებზე
კონცენტრირება, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, მომზადდა თუ არა
„კომისიის“ გადაწყვეტილება № 20-9/156, 31/12/2019 მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ
("საბითუმო გადაწყვეტილება" ან "MVNO რეგულაცია") ეროვნული კანონმდებლობის,
ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოსა და საერთო პრაქტიკის შესაბამისად, რომლებიც ელექტრონული
კომუნიკაციების ex-ante (წინასწარ) რეგულირებასთან არის დაკავშირებული.
დოკუმენტი ახდენს „MVNO რეგულაციის“ და
“კომისიის” „მოსაზრების“ იმ ძირითადი პუნქტების შეჯამებას, სადაც “კომისია” ვერ ახერხებს
ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და ასევე აჩვენებს, რომ "MVNO რეგულაცია"
მომზადებული ფორმით არღვევს, როგორც ეროვნულ კანონმდებლობას და ევროკავშირის მარეგულირებელი
ჩარჩოს შესაბამის ნაწილებს, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას.
Grant Thornton -ის
სრული პასუხი
ქართულ ენაზე
Grant Thornton -ის
სრული პასუხი
ინგლისურ ენაზე
სტატია მაგთიკომის ვებ გვერდზე - https://www.magticom.ge/ka/grantthornton
სტატია მაგთიკომის Facebook გვერდზე -
https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3793823993961643/?type=3&theater
კომენტარი