სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავდაცვის სამინისტრო საჩხერის ბატალიონის გაუქმებას კატეგორიულად უარყოფს

თავდაცვის სამინისტრო საჩხერის ბატალიონის გაუქმებას კატეგორიულად უარყოფს.

"ეს უდიდესი სისულელეა",- განუცხადა "პირWელს" თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ.

ინფორმაცია ხელისუფლების მიერ საჩხერის ბატალიონის გაუქმების შესახებ რაიონის მაცხოვრებლებში გავრცელდა.

როგორც "პირWელს" ადგილობრივებმა აცნობეს, აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

"არის ისეთი ოჯახები, რომელთაც მხოლოდ ერთი დასაქმებული ჰყავთ და ისიც სამხედრო მოსამსახურეა. ბატალიონის გაუქმების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებამ ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია, რადგან ოჯახებს შემოსავლის ერთადერთი წყარო შესაძლოა, გადაუკეტონ",- განუცხადა "პირWელს" ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100