სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნეპტუნი – ლურჯი პლანეტა

ნეპტუნი სიშორით მერვე, ან შიგადაშიგ, მეცხრე პლანეტაა მზიდან პლუტონის ექსცენტრიული ორბიტის გამო და ყველაზე შორეული გაზის გიგანტია, ჩვენს მზის სისტემაში.ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269–ს უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 ცელსიუს გრადუსია ( 55°K ). ხოლო მაქსიმალური -196 ცელსიუს გრადუსი (77°K ). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო, მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 ცელსიუს გრადუსია. (5273 °K).

ნეპტუნის ატმოსფერო შედგება 90% წყალბადისგან, 19% ჰელიუმისგან და 1% სხვა აირებისგან.მისი ეკვატორული დიამეტრი 49 500 კმ -ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 48 700 კმ. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 5430 მ/წმ , მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 164 წელს, 9 თვეს და 15 დღეს ანდომებს. თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 16 სთ 6 წთ 36 წმ. აფელიუმში მანძილი 4 553 946 490 კმ -ს ( 30.44125206 ა.ე.)უდრის, პერიფელიუმში 4 452 940 833 კმ -ს ( 29.76607095 ა.ე.). საშუალო მანძილი 4 503 443 661 კმ -ია (30.10366151 ა.ე.).

ბოლო დროს, ოდნავ შესამჩნევი რუხი რგოლები იქნა შენიშნული ამ ლურჯი პლანეტის ირგვლივ, თუმცა ისინი სატურნისაზე ნაკლებად მასიურია. ნეპტუნს ასევე ახასიათებს 2.100 კმ/სთ სიჩქარის წყალბადის, ჰელიუმისა და მეთანის ქარები, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. ნეპტუნს 13 თანამგზავრი ყავს.მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი გამოირჩევა რეტროგრადული ორბიტით, ექსტრემალურად ცივია -235 °ცელსიუს გრადუსი (38 °K) და მას ექსტემალურად შეკუმშული (14 მიკრობარი) ნიგროგენ/მეთანის ატმოსფერო აქვს.

პლანეტას რომაული ღმერთი ნეპტუნის სახელი ჰქვია მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო. მისი ასტრონომიული სიმბოლო ღმერთი ტრიდენტის ნიშნის სტილიზებული ვერსიაა. პლანეტა აღმოჩენილ იქნა 1846 წლის 23 სექტემბერს და დღემდე მას მხოლოდ ერთი ხომალდი „ვოიაჯერ 2“ ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100