სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აი, ამეებით უტენიან ქალებს თავს და ვინც იტენის, ზუსტად ის ხდება მერე ძალადობის მსხვერპლი“

პარლამენტარმა მარიამ საჯაიამ სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია სახელწოდებით „TOP სამი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც უსიტყვოდ ესმის მამაკაცის“ და ვრცელი კომენტარიც მოაყოლა.

„აი ასეთი სტატიები არის ცარიელი სექსიზმი და მეტი არაფერი.

თურმე აპრიორი საუკეთესო ქალობა ყოფილა

- თუ ხელისგულზე სატარებელი და მოსაფრთხილებელი, ქალურად და აუტანლად დაბნეული, უთავბოლო, მფლანგველი და ჩერჩეტი ხარ (ყოველ შემთხვევაში ამგვარი იმიჯი გაქვს მამაკაცის თვალში)

- თუ პროფესიულ და პიროვნულ წარმატებას შესწირავ,

- თუ იმდენი მიხვედრილობა გყოფნის, რომ არასოდეს აგრძნობინო მამაკაცს რომ მასზე ჭკვიანი ხარ...

აი, ამეებით უტენიან ქალებს თავს და ვინც იტენის, ზუსტად ის ხდება მერე ძალადობის მსხვერპლი, რადგან ხდება უძლურ-უსუსური, დამოკიდებულ-ჩამოკიდებული, პიროვნება-გამქრალი, კაცისთვის გარეთ - აქსესუარი და სახლში - მოსამსახურე.

პ.ს. თევზები ვარ და ზუსტად იმის საწინააღმდეგო, რაც აქ წერია

პ.პ.ს. თაიმლაინზე შემხვდა, სათაურზე გავბრაზდი. მერე მეთქი იქნებ არც ისე გასაბრაზებელია, წავიკითხავ... და შინაარსზე უარესად გადავირიე.

ბაი...“ - წერს საჯაია პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100