ფოთში ნარკოლოგიურის თანამშრომელი "მეტადონის პროგრამიდან" წამალს იპარავდა და ყიდდა
ფოთში ნარკოლოგიური კლინიკის თანამშრომელი დააკავეს - ნათელა ღვინჯილიას აყვანა იმ დროს მოხდა, როცა პროგრამით გათვალისწინებულ "მეტაოდნს" ყიდდა. ქალი დოზებს სავარაუდოდ იმ პირებს აკლებდა, ვინც ოფიციალურად პროგრამაში ირიცხებოდნენ, ამიტომ ხშირი იყო უკმაყოფილება ბენეფიციარების მხრიდან. გარდა ამისა, სავარაუდოდ რაოდენობის გაზრდის მიზნით ქალი წამალს სხვა ნივთიერებებს ურევდა. ღვინჯილია გუშინ, 14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე, საკუთარ მაღაზიაში დააკავეს. ამ დროისთვის შსს-ს მუხლს არ აკონკრეტებს.
კომენტარი