სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეუფე კალისტრატე ბაგრატის ტაძარში გადაასვენეს - როდის იქნება დაკრძალვა, ამას პატრიარქი გადაწყვეტს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი კალისტრატე, ბაგრატის ტაძარში გადაასვენეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

"უკვე გადასვენებულია ბაგრატის ტაძარში, სადაც გაიმართება პანაშვიდები. როდის იქნება დაკრძალვა, ამას პატრიარქი გადაწყვეტს",- ამბობს მამა მატათა
.

მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ქუთაისის ონკოცენტრში 19 ივნისს გარდაიცვალა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100