დასამახსოვრებელი ვიზუალი და საოცარი ხმა - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ქუჩის მუსიკოს, ნინო დათუნაშვილთან
დასამახსოვრებელი ვიზუალი და საოცარი ხმა - ეს ნიჭიერი გოგონა, ნინო დათუნაშვილია. „ნინო არის მუსიკოსი, რომელსაც უყვარს გართობა, დალევა, მეგობრებთან
ყოფნა და ცანცარი“, - ასე ახასიათებს საკუთარ თავს თავად მომღერალი. ქუჩის მუსიკოსი, ზოგჯერ სხვადასხვა ბარებში მღერის და ხალხის გულის
მოგებასაც ადვილად ახერხებს.
მისმა ნამღერმა საზოგადოება აალაპარაკა და დრონი.ჯი-ს ყურადღებაც მიიქცია.
- საზოგადაოებას უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი მოგვიყევი ვინ არის ნინო დათუნაშვილი?
- არ ვიცი რა გითხრათ, ნინო
არის მუსიკოსი , რომელიც თავისუფალ დროს ლაშქრობაში ატარებს, უყვარს გართობა, დალევა , მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან
ერთად ყოფნა,
ცანცარი. (იცინის)
- რამდენი ხანია რაც მღერი და აპირებ თუ არა უახლოეს მომავალში რაიმე პროექტში მონაწილეობას?
- ალბათ ბავშვობიდან ვმღერი, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, სიმღერის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. პროექტებში თუ „ნიჭიერს“ ,“იქს ფაქტორს“ და ა.შ გულისხმობთ ,რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტებში არ ვაპირებ მონაწილეობას.
- შენზე ამბობენ, რომ საოცრად ნიჭიერი და საყვარელი ადამიანად ხარ. ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
- თაყვანის მცემელთა რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც მხარს მიჭერენ და მახალისებენ.
- უცხო გარეგნობა გაქვს. შენი იმიჯი გეხმარება პოპულარობის მოხვეჭაში?
-
ჩემი სტილი - ჩემი პირადი კომფორტი და გემოვნებაა.
ამას არ ვაკეთებ კონკრეტული
მიზნით. ასე რომ არანაირად უკავშირდება პოპულარობას.
- ხარ თუ არა შეყვარებული?
- ყურებამდე შეყვარებული ვარ ადამიანზე,
რომელიც უკვე მე-4 წელია ჩემს გვერდით დგას და ჩემი მეუღლეა.
გვიხარია ცხოვრება და
ბედნიერები ვართ ერთად.
- ამ ეტაპზე რას საქმიანობ და როგორი სამომავლო გეგმები გაქვს?
- ამ ეტაპზე ხან ქუჩაში ვუკრავ , ხან ბარში და ხან ტურისტები დამყავს ბარებში დასალევად (იცინის). წინასწარ არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს,
ამიტომაც წარმოდგენა არ მაქვს სამომავლო გეგმებზე.
კომენტარი