დიდუბეში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საკვები პროდუქტის საწყობი დაიწვა
ხანძარი დიდუბეში - თევდორე მღვდლის ქუჩაზე 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული საწყობი დაიწვა. საწყობში ძირითადად საკვები პროდუქტი ინახებოდა.ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს რამდენიმე საათი დასჭირდათ. ადგილზე მობილიზებული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო მანქანა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
კომენტარი