„ღვინის არომატისა და გემოს უკეთ შეგრძნებისთვის კერძების შეხამება მნიშვნელოვანი ფაქტორია...“
ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „GWS”-ის მოწვევით საქართველოს ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრება. ცნობილი სომელიეს ჩამოსვლის მიზანს ქართული ღვინის ტრადიციების გაცნობა, ტრადიციული ღვინის ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამება და ღვინის მოყვარულებისთვის რეკომენდაციების მიცემა წარმოადგენს.
ჟერარდ ბასე, რომელიც აღნიშნულ ტურს მსოფლიოს სვადასხვა ქვეყანაში მართავს, საქართველოში სტუმრობის ფარგლებში „თამადას“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოებიდან 4 სახეობას: წინანადალს, მუკუზანს, ქინძმარაულსა და ფიროსმანს დააგემოვნებს. ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად სომელიე შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან თანხვედრაშია და სასმლის გემოვნურ თვისებებს ერგება. როგორც კომპანია „GWS”-ის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, კერძების შეხამების კულტურის დანერგვაც მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.
„ბ-ნ ჟერარდ ბასე არის მსოფლიო ჩემპიონი სომეელიეებს შორის,“ - აღნიშნავს კომპანია „GWS”-ის ღვინო „თამადა“ -ს ბრენდ მენეჯერი ნატა კანდელაკი. ფრანგი სომელიესთვის „თამადას“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოების დაგემოვნებაც სწორედ მის სტატუსის მნიშვნელობაზეც მიუთითებს.
„ეს სახელი ბრენდისთვის ჯერ კიდევ 2001 წელს შეირჩა. ქართული სუფრა და ქართული ღვინო სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან განსხვავებით, ურთიერთობებთანაა ასოცირებული. ქართული სუფრა წარმოუდგენელია ქართული ღვინისა და თამადის გარეშე. ქართული სუფრის გაძღოლა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგანაც სუფრის ყველა მონაწილეს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს, ურთიერთობების ხელშეწყობა უნდა მოხდეს და სხვადასხვა საკითხების წამოწევისა და მსჯელობის გზით. ადამიანებს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს. თამადა ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო ემოციურს ხდის და სუფრის მონაწილეებს ერთმანეთთან აახლოებს. კარგი თამადა მოიზარება, როგორც კარგი ღვინის მცოდნე. ბრენდი თამადა სწორედ ასეთი ღვინის ერთობლიობას წარმოადგენს. მოკლედ რომ ვთქვათ. თამადობა ემოციების გაზიარების ხელოვნებაა, რომელიც ქართულ სუფრაზე ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს,“ - ქართულ სუფრაზე „თამადის“ ფენომენის მნიშვენლობაზე მიანიშნებს ღვინო „თამადა“ -ს ბრენდ მენეჯერი.
სიტყვა „თამადა“ სუფრის თავს ნიშნავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ფიგურის მნიშვნელობას. თამადა არასოდეს არ დგებოდა ფეხზე სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული სუფრა ყოველთვის საუბრისა და საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბების ატმოსფეროში მიმდინარეობდა. „თამადის“ ეტიკეტზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ნახატის ,,ხუთი თავადის ქეიფის” ფრაგმენტი. ფიროსმანი, ისევე როგორც ქართული ღვინო უნიკალურია, თვითმყოფადი და გამოირჩევა მისთვის დამახასიათებელი ხასიათით. შესაბამისად გამოხატავს ქართული ღვინოების განსხვავებულობას და ამავე დროს მათ წარმოშობას უსვამს ხაზს.ბრენდის ძირითადი იდეაც მასში მდგომარეობს.
ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია “GWS”, 1993 წელს შეიქმნა. კომპანიის მისია საუკეთესო ხარისხის პრემიუმ კლასის ქართული ღვინის წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის იმიჯის შექმნა იყო. რაც წარმატებით განახორციელა წლების განმავლობში.
2001 წლიდან კომპანია ფლობს სამ ძირითად ღვინის ბრენდს “თამადა” , “ძველი თბილისი” და „ადამანტი. “თამადა” წარმოადგენს ადგილoბრივი წარმოშობის და ჯიშური პრემიუმ კატეგორიის ღვინის ასორტიმენტს, “ძველი თბილისი” წარმოადგენს მაღალი ხარისხის სუფრის ღვინოს და „ადამანტი“ ცქრიალა ღვინის კატეგორიას. კომპანიის ბრენდები შექმნის დღიდან წარმატებით იყიდება სხვადასხვა ქვეყნებში - რუსეთი,უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია,ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, იაპონია, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და ა.შ.დღემდე ღვინო თამადა ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია საექსპორტო ბაზარზე.
2013 წლის, სექტემბერში , ღვინო თამადა, რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ეტიკეტითა და ახალი ენთუზიაზმით დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. დღესდღეობით თამადას პორტფელი თეთრი და წითელი, მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისგან შედგება. მათ შორის არის 6 ადგილობრივი წარმოშობის დასახელების ღვინო.
ბრენდი „თამადას“ პორტფელში 10 სახეობის ღვინოა,როგორც თეთრი ასევე წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მშრალი ღვინოები.მათ შორის არის 6 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. (წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ახაშენი)
ვენახების უდიდესი ნაწილი 15-25 წლისაა.ყურძენი ნაზად იკრიფება, და საგულდაგულოდ ირჩევა. ამის შემდეგ ტრანსპორტირდება საშუალო ზომის ყუთების მეშვეობით და მაქსიმუმ 25 წუთის განმავლობაში ხვდება ქარხანაში. ტრანსპორტირების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ ყურძენი მოვარიდოთ მზესთან ახლო კონტაქტს რათა მარცვალი არ დაზიანდეს.
კომენტარი