სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს მთავრობამ ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების ანგარიში წარადგინა

ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით მიღებული პროგრესი და სამომავლო გეგმები" - ამ თემაზე იმსჯელეს დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ მრგვალ მაგიდაზე მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

საქართველოს მთავრობამ წარადგინა ანგარიში, რომელიც ასახავს, საქართველოს პროგრესს ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების კუთხით.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაცის სამმართველოს უფროსმა, თამარ რაზმაძემ განაცხადა, 2000 წელს 191 ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ გაეუმჯობესებინათ სამყარო, დასახეს გაუმჯობესების გზები და მიზნები 15 წლის ვადით. როგორც თამარ რაზმაძემ აღნიშნა, ამ მიზნების მიხედვით მნიშვნელოვანი იყო, დაძლეულიყო სიღარიბე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის თანასწორობა, დედათა და ბავშვთა სიკვდიალიანობის დაძლევა, ჯანდაცვის საკითხები, გარემოს დაცვითი საკითხები და ა.შ.

"2014 წელს, პრაქტიკულად, ერთი წელი არის დარჩენილი ამ მიზნების შესრულებამდე და ჩვენ წარმოვადგინეთ ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს პროგრესს ამ მიზნების შესრულების კუთხით. პროგრესი არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც იყო მსოფლიო ლიდერების მიერ განსაზღვრული სირარიბის განახევრება, პრაქტიკულად ეს მაჩვენებელი საქართველომ შეასრულა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ განათლების, გარემოს დაცვის, ეკონომიკის სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვჯერდებით", - აღნიშნა თამარ რაზმაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი რჩება კიდევ გასაკეთებელი, რასაც დაეთმობა მომდევნო ერთი წელი. მისივე თქმით, 2015 წელს უკვე მოხდება ათასწლეულის მიზნების სშეჯამება, რომლისთვისაც საქართველო უკვე ემზადება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის თქმით კი, საქართველო, როგორც დემოკრატიული, პროგრესული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელი საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, სრულად იზიარებს ათასწლეულის განვითარების მიზნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100