სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში დედამ შვილი ხანგრძლივი ტირილის გამო მოკლა

მოსკოვში 23 წლის დედამ შვილი მხოლოდ იმის გამო მოკლა, რომ ჩვილი ძალიან ხმამაღლა ტიროდა. მან ბავშვს საწოლის თავზე თავი ორჯერ დაარტყმევინა.

ოთხი თვის ჩვილისთვის თავის ქალის აღნიშნული ტრავმა სავალალო აღმოჩნდა და იგი გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 23 წლის დედა შვილის დაწყნარებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა და ნერვული აშლილობის ფონზე ჩაიდინა მსგავსი ქმედება.

სისასტიკის გამოვლინების შემდეგ, დედამ შვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად ჩვილის გადარჩენა ვერ მოხეხდა და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.

ბავშვის დედა ამ დროისათვის სამართალდამცავ ორგანოში იმყოფება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100