სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ კლუნი ცოლს ეყრება. გაინტერესებთ რატომ?

მსოფლიოს ჯერ მათი გრანდიოზული ქორწილის განხილვა არ დაუსრულებია, ჯორჯ კლუნი და ამალ ალამუდინი კი უკვე შორდებიან ერთმანეთს.

ოფიციალური დასტური განქორწინების გეგმებთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა ოჯახის ახლობლებს მედიასთან წყვილის უთანხმოების დეტალები წამოსცდათ.

განქორწინების მთავარ მიზეზად ცოლის ეჭვიანობა სახელდება, ქალი კინოვარსკვლავის მეგობრებზე ეჭვიანობს.

უთანხმოება განხეთქილებად ამალის დაბადების დღეზე, 3 თებერვალს იქცა, როდესაც ჯორჯმა წვეულებაზე თავისი ძველი მეგობრები სინდი კროუფორდი და მისი ქმარი რანდ გერბერი მიიწვია. ჯორჯს ეს წყვილი ძალიან უყვარს და მათთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, ამალი კი მის დამოკიდებულებას არ იზიარებს, ქალს მიაჩნია რომ რანდ გერბერი კლუნიზე უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან ალკოჰოლი უყვარს და ჯორჯი მასთან ერთად ხშირად სვავს.

აღსანიშნავია, რომ ამალ ალამუდინისადმი კეთილგანწყობით არც კლუნის მეგობრები გამოირჩევიან, ისინი მას ახასიათებენ, როგორც ეგოისტ და დიქტატორ ადამიანს.

ცნობილი ფაქტია, რომ ამალმა უკვე შეიწირა ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის მეგობრობა, რადგან პიტის მეუღლეს, ანჯელინა ჯოლის ალამიდინი არ მოსწონს. ამის გამო პიტი და ჯოლი კლუნის ქორწილსაც კი არ დაეწრნენ, არადა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრედი ჯორჯის მეჯვარე უნდა ყოფილიყო.

განშორების მეორე მიზეზად კი ის ფაქტი სახელდება, რომ ამალი ძალიან შორსაა ჰოლივუდის გლამურული ცხოვრებისგან და თავს არაკომფორტულად გრძნობს წითელ ხალიჩებზე. მას კლუნის მეოჯახე მამაკაცად ქცევა სურდა, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ კინოვარსკვლავს კი ეს პერსპექტივა არ ხიბლავს.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ჯორჯ კლუნი და ქდვიკატი ამალ ალამუდინი 4 თვის წინ დაქორწინდნენ, წყვილმა ვენეციაში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100