ჩინელმა სამხედროებმა აშშ–ს სიძლიერე აღიარეს
ჩინელმა სამხედროებმა აღიარეს, რომ ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელი არმია, ჩამორჩება აშშ–ს შეიარაღებულ ძალებს და დაამატეს, რომ პეკინს არ სურს კონფრონტაცია ვაშინგტონთან. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის თავდაცვისუნარიანობის და სამხედრო სფეროს განვითარება, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ტემპებით მიმდინარეობდა, თქვენსა და ჩვენს შორის უფსკრული, სამხედრო ძალების განვითარების მხრივ, მაინც ძალიან დიდია. ჩინეთი არასდროს აპირებს ვაშინგტონის გამოწვევას,“ განაცხადა გენერალური შტაბის მეთაურმა ჩენ ბინდემ, ვაშინგტონში გამოსვლისას. მისი თქმით, თანამედროვე ჩინეთი, დაინეტერესებულია აშშ–სთან დაახლოებითა და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებით.
კომენტარი